
VillaChven
ვილა ჩვენის ისტორია: ტრადიციასა და სიყვარულზე დაფუძნებული მოგზაურობა
საქართველოში, სადაც მეღვინეობა მხოლოდ ხელობა კი არა, არამედ ცხოვრების წესის, ვილა ჩვენ დაარსდა ტრადიციისადმი პატივისცემითა და ქართული ღვინის მომავლისადმი დიდი ხედვით.
"Chven" ქართულად "ჩვენ"-ს ნიშნავს და სწორედ ეს არის ჩვენი ფილოსოფია - ვქმნით ღვინოს, რომელიც გვაერთიანებს და საქართველოს და რაჭის ისტორიას წარმოაჩენს.
ჩვენ პირველი ღვინო 2022 წელს ჩამოვასხით და შევქმენით შვიდი პოზიცია, ყველა მათგანი მშრალია და ადგილობრივი ვაზის ჯიშების გამოუენებით, რომლებიც მხოლოდ რაჭაში იზრდება. ჩვენი მიზანია რაჭის უნიკალური ღვინის ხასიათი მსოფლიოს გავუზიაროთ და დავამტკიცოთ, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს მსოფლიო დონის ხარისხიანი ღვინოები, განსაკუთრებით რაჭიდან.
რაჭის მინერალებით მდიდარი ნიადაგი და გრილი მთის ჰაერი გვეხმარება ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშების მოყვანაში, როგორიცაა ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი და ცოლიკოური. ეს უძველესი ჯიშები კი გვაძლევს ღვინოებს, რომლებიც ასახავს ტერუარის მიერ შექმნილ ხასიათს.
"ვილა ჩვენ"-ის ღვინოები ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის - ჩვენ პატივს ვცემთ უძველეს ტრადიციებს და ამავდროულად ვიყენებთ თანამედროვე მიდგომებს.
მოგიწოდებთ, რომ აღმოაჩინოთ ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულის ისტორია - თითოეულ ბოთლში, თითოეულ ჭიქაში და ნათელი მომავლისთვის წარმოთქმულ ყოველ სადღეგრძელოში.