ჩვენს შესახებ

VillaChven

ჩვენს შესახებ

საქართველო ღვინის აკვანია, სადაც მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია 8000 წელს ითვლის. "ვილა ჩვენი" ამ უძველეს მიწაზეა დაფუძნებული, სადაც ვაზის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთკავშირი საუკუნეების მანძილზე უწყვეტია.  ქალის მიერ დაარსებული ეს მცირე მარანი ქართული ღვინის მდიდარი მემკვიდრეობის დაცვას, აღორძინებას და დასავლურ ბაზრებზე მის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

რაჭაში, ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ ქართულ ღვინის რეგიონში, "ვილა ჩვენ" აყენებს ღვინოებს, რომლებიც ამ უნიკალური რეგიონის და ლანდშაფტის ხასიათს სრულად ასახავს. ციცაბო მთის ფერდობები, მინერალებით მდიდარი ნიადაგი და ზომიერი, გრილი კლიმატი ღვინოებს ელეგანტურ სტრუქტურას, ცოცხალ მჟავიანობასა და გამორჩეულ არომატულობას ანიჭებს. "ვილა ჩვენის" ღვინოები ამ მიწის ჭეშმარიტი ანარეკლია.

რაჭა ხშირად მოიხსენიება, როგორც ქართული მეღვინეობის დამალული საგანძური - ადგილი, სადაც თაობების განმავლობაში მევენახეები პატარა, მზიან ნაკვეთებზე ვენახებს უვლიდნენ, კავკასიონის მთებსა და რიონის ხეობას შორის. რეგიონის ადგილობრივი ვაზის ჯიშები, ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი და ცოლიკოური, რაჭველებს საუკუნეების განმავლობაში მოჰყავდათ. ისინი ქმნის დახვეწილ, არომატულ ღვინოებს, რომლებსაც განსაკუთრებული სიღრმე და დავარგების პოტენციალი აქვთ.

"ვილა ჩვენში" უძველესი ტრადიციები და თანამედროვე მეღვინეობის ოსტატობა ერთმანეთს ერწყმის.  ჩვენ ვაყენებთ შეზღუდული რაოდენობის ღვინოებს და ქართული ღვინის მემკვიდრეობის ავთენტურობას და მეღვინეობის უნიკალურობას უსვამს ხაზს.  ჩვენს ვენახებში ყოველი მოსავალი წარსულისადმი პატივისცემას, აწმყოს ზეიმსა და მომავლის იმედს უკავშირდება.

ქართულად "chven" ნიშნავს "ჩვენ"-ს. ეს ღვინო შევქმენით ღვინის მოყვარულებისთვის, რათა რაჭის უნიკალურობა - მისი მიწა, ვაზი და სული - გაეზიარებინათ. გვჯერა, რომ "ვილა ჩვენ" ღვინოების დაგემოვნება გაგვაერთიანებს ღვინის პატივისცემაში, საქართველოს სიყვარულში და ნათელი მომავლის სადღეგრძელოში!